აშშ-ისა და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელები 8 ივნისს ფინეთში შეხვედრას გამართავენ
აშშ-სა და რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელები 8 ივნისს ფინეთის დედაქალაქში შეხვედრას გამართავენ. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯოზეფ დანფორდი და ვალერი გერასიმოვი ფინეთის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს ცალ-ცალკეც შეხვდებიან.
ფინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრა ორივე მხარის ინიციატივით იმართება.
გასულ თვეში აზერბაიჯანის დედაქალაქში, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, კურტის სკაპაროტიც შეხვდა.