აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი რიტორიკა თავდასხმების წახალისებაა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი რიტორიკა თავდასხმების წახალისებაა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი რიტორიკა მსგავსი თავდასხმების წახალისებაა.

„თქვენ თუ წაგიკითხავთ, რასაც ბაიდენი ბოლო თვეები განმავლობაში ამბობს, ეს არის წახალისება. მე ტრამპს 30 წელია, ვიცნობ. საშინელებაა, როდესაც ხედავ, რომ მეგობარს ესროლეს. ეს ემოციური გახლდათ. მისი გადარჩენა პროვიდენციალური იყო“, – განაცხადა გინგრიჩმა.

გინგრიჩის თქმით, ხვალ უფრო ნაკლები „აღარასდროს ტრამპისტი“ იქნება.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.