აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, რომელიც გაახანგრძლივებს მთავრობის დაფინანსებას და თავიდან აიცილებს ე.წ. შათდაუნს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, რომელიც გაახანგრძლივებს მთავრობის დაფინანსებას და თავიდან აიცილებს ე.წ. შათდაუნს.
კანონპროექტს მხარი 320-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 99 წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის დაფინანსება 22 მარტამდე გაგრძელდება, რათა თავიდან აიცილონ ე.წ. შათდაუნი.
როგორც მედია წერს, ახლა კანონპროექტი დასამტკიცებლად სენატში გადავა.