აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაყენების ინიციატივით გამოდის
აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაყენების ინიციატივით გამოდის

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გადაყენების ინიციატივით გამოდის.

გრინი მაიკ ჯონსონს ბრალს დებს, რომ მან ბევრი დაუთმო პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დემოკრატებს ბიუჯეტის განხილვის პროცესში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს.

„ჩვენ წინ ვერ წავალთ ისეთი რესპუბლიკელი სპიკერით, რომელიც დემოკრატების მითითებებს ასრულებს, რაც საშუალებას აძლევს ჩაკ შუმერს, მართოს ჩვენი კანონპროექტი, განსახილველად გამოიტანოს კანონპროექტები, რომელზეც თეთრ სახლს ერთი სული აქვს, ხელი მოაწეროს, არ აჩერებს სასაზღვრო კრიზისს და იმ შეჭრას, რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს გრინი.

როგორც „სიენენი“ წერს, დემოკრატები მიანიშნებენ, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მაიკ ჯონსონის გადარჩევას იმ შემთხვევაში, თუ სპიკერი უკრაინის დაფინანსების საკითხს დასთანხმდება.