აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ტეხასის თავდასხმით დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ტეხასის თავდასხმით დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა. მისი განცხადებით, საზერლენდ სპრინგსში მომხდარი ტრაგედია და ის, რომ თავდამსხმელმა იარაღის შეძენა შეძლო, „ბიუროკრატიული კრახია“.
თავდამსხმელი, რომელმაც ბაპტისტურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნა და 26 ადამიანი მოკლა, მანამდე ოჯახურ ძალადობასა და მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელებაში იყო შემჩნეული.
თავის მხრივ, პენტაგონმა აღიარა, რომ მას დევინ კელის ნასამართლეობის შესახებ ცნობები ეროვნულ მონაცემთა ბაზისთვის უნდა გადაეცა, რაც თავდამსხმელს იარაღის შეძენაში შეუშლიდა ხელს.
ფედერაციული კანონი ოჯახურ ძალადობაში შემჩნეულ პირებზე იარაღის მიყიდვას კრძალავს.
მაიკლ პენსის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაირკვევა, როგორ მოახერხა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა დევინ კელიმ.
ავტორი: თეი კანაშვილი