„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს უკრაინაზე ზეწოლისთვის იყენებდა
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს უკრაინაზე ზეწოლისთვის იყენებდა

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს უკრაინაზე ზეწოლისთვის იყენებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პენსს უბრძანა არ დასწრებოდა მაისში, უკრაინაში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ერთი თვის შემდეგ კი, ტრამპმა პენსის გამოყენებით მიაწოდა უკრაინას ინფორმაცია ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ.

ფინანსური დახმარება ქვეყანას მანამდე შეუჩერდებოდა, ვიდრე უკრაინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას არ გაამკაცრებდა. „ვაშინგტონ პოსტის“ ვერსიით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება , სწორედ ვიცე- პრეზიდენტის ბაიდენისა და მისი შვილის კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყებას გულისხმობდა.