აშშ-ის თავდაცვის მოქმედი მდივანი აცხადებს, რომ პენტაგონის თანამშრომლები 20 იანვარს ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას აღასრულებენ
აშშ-ის თავდაცვის მოქმედი მდივანი აცხადებს, რომ პენტაგონის თანამშრომლები 20 იანვარს ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას აღასრულებენ

აშშ-ის თავდაცვის მოქმედი მდივანი ქრისტოფერ მილერი აცხადებს, რომ პენტაგონის თანამშრომლები 20 იანვარს ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას აღასრულებენ. როგორც სიენენი წერს, ამის შესახებ ნათქვამია მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მკაცრად ვგმობ ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ ძალადობის ამ აქტებს ადამიანები, რომლებსაც ვხელმძღვანელობ თავდაცვის დეპარტამენტში, გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას დადებული ფიცის შესაბამისად და 20 იანვარს აღვასრულებთ არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენისთვის ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას“, -ნათქვამია მილერის განცხადებაში.

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, 6 იანვარს რესპუბლიკა დანგრევის საფრთხის წინაშე იყო, თუმცა კანონმდებლების, სამართალდამცველებისა და ეროვნული გვარდიის ძალისხმევით იმ ადამიანების მცდელობები, რომლებიც მთავრობის ფუნქციონირების შეჩერებას ცდილობდნენ, ჩაიშალა.