აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა

03:10, 17.06.2025

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა.

„ამერიკული ძალების დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ეს განლაგება მიზნად ისახავს რეგიონში ჩვენი თავდაცვითი პოზიციის გაძლიერებას“, – წერს ჰეგსეტი სოციალურ ქსელ X-ზე.

ჰეგსეტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სამხედრო შესაძლებლობები გაიგზავნა რეგიონში, თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რეგიონში გაიგზავნა დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და ავიამზიდი გემი.

მსგავსი