აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური - აშშ-ს ახლა მსოფლიო უყურებს და ელოდება, რა შედეგები მოჰყვება რუსეთის ცუდ ქცევას
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური - აშშ-ს ახლა მსოფლიო უყურებს და ელოდება, რა შედეგები მოჰყვება რუსეთის ცუდ ქცევას

აშშ-ს ახლა მსოფლიო უყურებს და ელოდება, რა შედეგები მოჰყვება რუსეთის ცუდ ქცევას, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, ფილიპ ბრიდლავმა ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას ისაუბრა.

ფილიპ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვართან შექმნილი კრიზისი ხელოვნურია და მოუწოდებს აშშ-ს პარტნიორებთან მაქსიმალურად მჭიდროდ ითანამშრომლოს.

„ეს კრიზისი ხელოვნურია და ის პუტინმა შექმნა გარკვეული მიზნით. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს მიზანია. რის მიღებას ცდილობს ის ჩვენგან? ეს გამოჩნდა კიდეც ბოლო დღეებში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვედიროთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შეუსაბამო იქნება უკრაინასთან მიმართებით ან ნატოსთან მიმართებით. აშშ-მა უნდა იმუშაოს მოკავშირეებთან და არ ისაუბროს მათ ნაცვლად. პუტინს სურს იმ მოთხოვნების შესრულება რომელიც ჩამოთვალა. მან ამაში დიდი ინვესტიცია ჩადო. ის გააგრძელებს ამ მომენტის გამოყენებას, რომელიც თავად შექმნა სამხედრო ძალის მობილიზაციით. თუმცა, ის შესაძლო შედეგებსაც აანალიზებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და არ წავახალისოთ ცუდი ქცევა. ჩვენ უნდა მოვერიდოთ უკრაინის ან ნატო-ს კარტით თამაშს. უნდა ჩავრთოთ მოკავშირეები და ვითანამშრომლოთ მათთან. აშშ უნდა იყოს ფოკუსირებული მინსკის შეთანხმებაზე და ნორმანდიულ ფორმატზე და ამ მოლარაკებებში ჩავერთოთ. უნდა გვახოვდეს რომ მსოფლიო გვიყურებს და ელოდება რა შედეგები მოჰყვება რუსეთის ცუდ ქცევას“, – ამბობს ბრიდლავი.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური მიიჩნევს, რომ აშშ-მა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები უკრაინის სამხედრო დახმარების გასაზრდელად.

„ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ვნახეთ რომ უკრაინამ ძლიერი არმია შექმნა და ეს ველზე გამოჩნდა. მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინა არაა მზად საჰაერო და საზღვაო სივრცის დაცვისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ უკრაინის არმია ამის წინაშე დადგეს. მათ უნდა გვთხოვონ და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ საჰაერო თავდაცვის უკეთ ორგანიზება. იგივე შეიძლება ითქვას სანაპიროს დაცვაზე, რათა უკრაინელებმა შეძლონ ზღვის გაკონტროლება. ჩვენ ასევე გავაგზვანეთ უკრაინაში კიბერსპეციალისტები, რადგან რუსეთის თავდასხმა უკვე მიმდინარეობს და ეს საპასუხო რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით უკრაინელების დახმარება“,- განაცხადა ბრიდლავმა.