აშშ-ის სენატორების ჯგუფმა ჰააგის სასამართლოს მაღალჩინოსნებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომ ისრაელის მთავრობის წევრების მიმართ დაკავების ორდერის გაცემა გადაათქმევინოს  ​
აშშ-ის სენატორების ჯგუფმა ჰააგის სასამართლოს მაღალჩინოსნებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომ ისრაელის მთავრობის წევრების მიმართ დაკავების ორდერის გაცემა გადაათქმევინოს ​

აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალჩინოსნებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა, რათა ისრაელის მთავრობის წევრების მიმართ სასამართლოს დაკავების ორდერის გაცემა გადაათქმევინოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსიავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის კონგრესის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს დაკავების ორდერების შესაძლო გაცემასთან დაკავშირებით.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის სამსახურის განცხადებით, კონფიდენციალურობა არის პროკურორის მუშაობის გადამწყვეტი ასპექტი და, შესაბამისად, საჯაროდ არ განიხილება ოფისის საქმიანობა და ჩართულობის სპეციფიკა.

ჰააგის სასამართლო 2021 წლიდან იძიებს შესაძლო სამხედრო დანაშაულებებს როგორც ისრაელის ძალების, ისე პალესტინელი სამხედროების მხრიდან, რომლებიც 2014 წლის ისრაელ -„ჰამასის“ ომის დაწყებიდან მოხდა.

ისრაელმა შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორზე ახდენენ ზეწოლას, რომ მოხდეს ისრაელის ლიდერების მიმართ დაპატიმრების ორდერის გაცემა.

ისრაელის მთავრობამ გააფრთხილა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, თუ ჰააგის სასამართლო გამოსცემს დაპატიმრების ორდერს ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ, ის გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს პალესტინის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რამაც, შესაძლოა, მისი დაშლა გამოიწვიოს.