აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული თანხიდან 6,5 მილიარდს პენტაგონი გამოიყენებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, დანარჩენი კი, უკრაინისთვის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
ამასთან, გამოყოფილი თანხიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს.
სენატამდე დახმარების პაკეტს კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა, ახლა კი, მას ხელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.