აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთო, ეს მისი ციტატაა
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა სენატორები საშიშროების შესახებ, რაც იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ უკრაინა მეტ დახმარებას ვერ მიიღებს.
„იყო ერთი წინადადება, რომელიც ამ ყველაფერს აჯამებს და მე მას სიტყვასიტყვით გავიხსენებ. ზელენსკიმ თქვა: „თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ“. ეს მისი ციტატაა“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.
ამასთან, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენი პირდაპირი ინტერესებისთვის“.
ამერიკელი სენატორის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალის დაკნინება ხელს უწყობს აშშ-ის მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგის, ჩინეთის შეკავებას.