სენატის უმცირესობის ლიდერი - უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენი პირდაპირი ინტერესებისთვის
სენატის უმცირესობის ლიდერი - უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენი პირდაპირი ინტერესებისთვის

უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენი პირდაპირი ინტერესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამერიკელი სენატორის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალის დაკნინება ხელს უწყობს აშშ-ის მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგის, ჩინეთის შეკავებას.

პარალელურად, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკიმ გააფრთხილა სენატორები საშიშროების შესახებ, რაც იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ უკრაინა მეტ დახმარებას ვერ მიიღებს.

„იყო ერთი წინადადება, რომელიც ამ ყველაფერს აჯამებს და მე მას სიტყვასიტყვით გავიხსენებ. ზელენსკიმ თქვა: „თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ“. ეს მისი ციტატაა“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.