აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე - ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, ველოდებით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ
ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი სოციალურ ქსელში წერს და ევროპული საბჭოს მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა იქნება სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას“, – წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.