აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე – ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, ველოდებით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ
ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი სოციალურ ქსელში წერს და ევროპული საბჭოს მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველოდებით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა იქნება სამომავლოდ, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენი კანონიერი ადგილის დაკავებისას“, – წერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.
“Congratulations to #Ukraine, #Moldova & #Georgia! We welcome this advancement & look forward to supporting the reforms your citizens are demanding. This progress is a sign of what’s to come as you take your rightful place in the #Transatlantic community.” – Chair @SenatorCardin https://t.co/92egVWPkMH
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) December 15, 2023