აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას განიხილავს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ბენ კარდინი თურქეთისთვის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ შეთანხმებას განიხილავს, – ამის შესახებ EURACTIV-ი წერს.
„მე მჭირდება ადმინისტრაციასთან საუბარი ბევრ საკითხზე, რადგან ეს მხოლოდ ერთ საკითხს სცილდება და ეს უნდა გავიგო“, – განუცხადა ჟურნალისტებს სენატორმა.
ამასთან, კარდინმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ელჩის შეხვედრაზე თურქ ოფიციალურ პირებთან განიხილა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება.
„ისინი აცხადებენ, რომ ეს მოხდება მომდევნო თვის პირველ რიცხვებში. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ნატო-ს საკითხი გადაწყვეტილი გვაქვს. ნატო-ში გაწევრიანების გარდა, არის სხვა საკითხები, რომლებიც უნდა იყოს ჩვენი დისკუსიის ნაწილი, როცა წინ მივდივართ“, – განაცხადა კარდინმა.
ცნობისთვის, სენატის ყოფილი თავმჯდომარე, სენატორი ბობ მენენდესი თვეების განმავლობაში ბლოკავდა გაყიდვას, თურქეთის წინააღმდეგობის გამო შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მენენდესი თურქეთისთვის ამერიკული F-16-ების მიყიდვის წინააღმდეგი იყო.