ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს საგარეო დაზვერვის თანამშრომელი სუ იანჯუნი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლა. ცინცინატის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.
უწყების ცნობით, აშშ-ის სასამართლომ ჩინეთის დაზვერვის ოფიცერი იმ მოტივით გაასამართლა, რომ იგი ამერიკული და ფრანგული კოსმოსური კომპანიებისგან ტექნოლოგიის მოპარვას ცდილობდა.
ადგილობრივი კანონმდებლობით, ეკონომიკური ჯაშუშობის ბრალდება 15 წლით თავისუფლების აღკვეთას და 5 მილიონ აშშ დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
„სუ იანჯუნმა სცადა, მოეპარა ტექნოლოგია, რომელიც დაკავშირებულია GE Aviation-ის თვითმფრინავის ექსკლუზიურ ძრავის ვენტილატორთან, რომლის დუბლირება მანამდე მსოფლიოს ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შეძლო ჩინეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
სუ იანჯუნი 2018 წელს ბელგიაში, კონტრსადაზვერვო ოპერაციის მსვლელობისას დააკავეს და მისი ექსტრადირება აშშ-ში განხორციელდა.