აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ მისია, რომელიც ღაზის სანაპიროსთან დროებითი პორტის აშენებას და ამუშავებას ითვალისწინებდა, დასრულებულია
აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ მისია, რომელიც ღაზის სანაპიროსთან დროებითი პორტის აშენებას და ამუშავებას ითვალისწინებდა, დასრულებულია

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების განცხადებით, მისია, რომელიც ღაზის სანაპიროსთან დროებითი პორტის აშენებას და ამუშავებას ითვალისწინებდა, დასრულებულია. მისიის მიზანი პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი მიწოდების უზრუნველყოფა იყო.

როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, მისიის დასრულება ძირითადად უამინდობამ და ღაზის შიდა ტერიტორიაზე დახმარების განაწილების სირთულეებმა გამოიწვია. სამხედროების თქმით, დახმარების მიწოდების ეფექტურობა სწორედ ამ მიზეზებმა შეზღუდა. მცურავი პორტი რამდენჯერმე მოიხსნა უამინდობის გამო.

„ჩვენი შეფასებით, დროებითმა ნავსადგურმა მიაღწია თავის დანიშნულ ეფექტს, რომ გაეზარდა დახმარების ძალიან დიდი მოცულობა ღაზაში და ასევე უზრუნველყო, რომ დახმარებას მიეღწია ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობასთან“, – აღნიშნა ცენტრალური სარდლობის მეთაურის მოადგილემ, სამხედრო-საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალმა, ბრედ კუპერმა მედიასთან საუბრისას და დასძინა, რომ ღაზას დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი დახმარება გადაეცა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ აშშ ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავდა, რათა ზღვის გავლით ღაზის სექტორისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი.