აშშ-ის სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთობლივ ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ხომალდმა, „მაუნთ ვიტნიმ“ (Mount Whitney) კურსი შავი ზღვისკენ აიღო. აშშ-ის მეექვსე ფლოტის მიერ გავრცელებული განცხადებით, სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთობლივ ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.
გემზე აშშ-ის მეექვსე ფლოტის შტაბისა და ნატო-ს სამხედრო-საზღვაო დამრტყმელი ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან.
გასული კვირის ბოლოს აშშ-ისა და ნატო-ს მეთაურებმა ხმელთაშუა და შავ ზღვებში ოპერაციების დაწყების შესახებ განაცხადეს, რომლის მიზანს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. გარდა ამისა, ორი დღის წინ შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ამერიკული სამხედრო ხომალდი „პორტერი“ შევიდა.