აშშ-ის საელჩო - ამერიკული ხომალდის ბათუმში შემოსვლა ხაზს უსვამს აშშ-ის როლს ნატო-ს მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვის სფეროში
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ბათუმში სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის USS Donald Cook DDG ბათუმში შესვლაზე წერს.
„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი USS Donald Cook DDG 75 ოფიციალური ვიზიტით ბათუმის პორტშია.
ხომალდი შავ ზღვაში მეორედ იმყოფება და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
ხომალდის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს აშშ-ის როლს ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ გუშინ შევიდა. აჭარაში გემის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყეს.