ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შევიდა
ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შევიდა

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შევიდა. აჭარაში გემის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ხომალდის მეთაურობას ტრადიციულად, ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სანაპირო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ წვრთნებში

საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად, რეგიონში.

„დონალდ კუკი” საესკადრო ნაღმოსანი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია „არლი ბიორკის” ტიპის სამართავი რაკეტებით.