აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს. როგორც ილჰამ ალიევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ენტონი ბლინკენთან მოლაპარაკებების დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მკვლელობის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხრიდან გენოციდად მოხსენიების შესახებ ისაუბრეს.
„თურქეთის მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს თამაშობს ომის შემდგომ პერიოდში რეგიონში. ხოლო ბაიდენის სიტყვები ქვეყნის ხელმძღვანელობამ და საზოგადოებამ შეშფოთებით მიიღო“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, ბლინკენთან საუბრის დროს ალიევმა ყარაბაღის საკითხზე ისაუბრა და ყურადღება სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
თავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,რომ ბლინკენმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დიდი ხნით მოგვარდეს პოლიტიკური შეთანხმებით, რაც აშშ-ის სახელმწფო მდივნის თქმით, ხელს აძლევს რეგიონში მცხოვრებ ხალხს.