აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ვაშინგტონში ჩრდილოკორეელ კოლეგას კიმ იონ ჩჰოლს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ვაშინგტონში ჩრდილოკორეელ კოლეგას კიმ იონ ჩჰოლს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმ იონ ჩჰოლი ვაშინგტონში პეკინიდან ჩავიდა და მას დონალდ ტრამპისთვის გადასაცემი კიმ ჩენ ინის წერილი აქვს.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეორე სამიტის მომზადება მიმდინარეობს. დაუდასტურებელი ცნობით, უმაღლესი დონის შეხვედრა შესაძლოა, ვიეტნამში თებერვალში შედგეს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა გასული წლის ივნისში სინგაპურში გაიმართა.