აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას ესაუბრა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში იუწყებიან, მხარეებმა „დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის საკითხი განიხილეს“.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, „რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში აგრესიის გაგრძელების პირობებშიც კი ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო და მიუსამძიმრა 26 მარტს ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპული ოთხი უკრაინელი სამხედროების ოჯახებს.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული იყოს და გატარდეს ეკონომიკური რეფორმები.
თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან საუბარში განაცხადა, რომ დონბასში დაშორიშორების ხაზზე ვითარების სისტემური ესკალაცია ხდება. კულებამ მოუწოდა მოსკოვს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
ბლინკენის განცხადებას წინ უსწრებდა „ნიუ იორკ თაიმსის“ პუბლიკაცია, რომელშიც ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთმა 4 000 სამხედრო მოსამსახურე განალაგა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.