აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მასშტაბის არ არის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების მასშტაბის არ არის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათ რაფაჰში ისრაელის მიერ განხორციელებული მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჯერ არ უნახავთ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, რაფაჰში ისრაელის სამხედრო ოპერაციები ღაზის სხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციების „ზომის, მოცულობის ან მასშტაბის“ არ არის და ეს „უფრო შეზღუდული ოპერაციაა“.

„ეს არ ნიშნავს, რომ ამ ოპერაციას არ ჰქონია დრამატული გავლენა იქაურ მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ჰქონდა. ჩვენ ვიხილეთ ასობით ათასი ადამიანი, შესაძლოა, მილიონი ან მილიონზე ცოტა მეტი, რომლებმაც დატოვეს რაფა, გაიქცნენ დასავლეთით და ჩრდილოეთით. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა ამ ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.