აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტს ავღანელ ხალხს დავუბრუნებთ, მისი მართვის საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის
ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტის მართვა სრულად ავღანეთს გადაეცემა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„გასვლის შემდეგ ჩვენ ქაბულის აეროპორტს ავღანელ ხალხს დავუბრუნებთ. ასე რომ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის მისი მართვის საკითხი“, – აღნიშნა პრაისმა.
მისი თქმით, ავღანეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის გაგრძელების გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა საკითხი აქტიურად განიხილება. როგორც პრაისმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმთავრეს როლს პერსონალის უსაფრთხოების საკითხი ასრულებს.