აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი – გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტს ავღანელ ხალხს დავუბრუნებთ, მისი მართვის საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის

00:54, 28.08.2021

ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტის მართვა სრულად ავღანეთს გადაეცემა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„გასვლის შემდეგ ჩვენ ქაბულის აეროპორტს ავღანელ ხალხს დავუბრუნებთ. ასე რომ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის მისი მართვის საკითხი“, – აღნიშნა პრაისმა.

მისი თქმით, ავღანეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის გაგრძელების გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა საკითხი აქტიურად განიხილება. როგორც პრაისმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმთავრეს როლს პერსონალის უსაფრთხოების საკითხი ასრულებს.

მსგავსი