აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ქართული პოლიტიკური დიალოგის მონაწილეთა შეთანხმება პოლიტიკური გარემოს ნორმალიზებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯია
ქართული პოლიტიკური დიალოგის მონაწილეთა შეთანხმება გადამწყვეტი ნაბიჯია საქართველოში დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური გარემოს ნორმალიზებისკენ საპარლამენტო არჩევნების წინ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აშშ-ის დიპლომატიური მისია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.
8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.