აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განიხილა ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დამატებითი საკითხები. მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სხვა დისკუსიები ფოკუსირებული იყო რუსეთზე, შეიარაღების კონტროლზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ნატო 2030-ის სამომავლო სტრატეგიაზე, ასევე ნატო-სა და წყნარი ოკეანის პარტნიორებთან საერთო კავშირების და ღირებულებების განმტკიცებაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.