აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენი ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს, რათა ხაზი გაესვა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობისთვის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენი ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს, რათა ხაზი გაესვა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბრისას მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, ასევე შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლების, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-ს გაფართოების საკითხები.

„მდივანი ბლინკენი დღეს ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს, რათა ხაზი გაესვა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობისთვის. მდივანმა მადლობა გადაუხადა თურქეთს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ხელმძღვანელობისთვის და აღნიშნა გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ, რომ კრემლის მიერ საკვების ომის იარაღად არაადამიანური გამოყენება განიხილოს. მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთს იმ ვალდებულებისთვის, რომელიც გულისხმობს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის თურქეთის პარლამენტში რატიფიკაციისთვის გაგზავნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.