აშშ-ის სახაზინო მდივანი არ გამორიცხავს, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 20%-მდე გაიზარდოს, თუ ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტი არ დამტკიცდება
აშშ-ის სახაზინო მდივანი სტივენ მნუჩინმა რესპუბლიკელი სენატორები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად აშშ-ში უმუშევრობის დონე შესაძლოა, 20%-მდე გაიზარდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მნუჩინმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც რესპუბლიკელებს მოუწოდა, ეკონომიკის სტიმულირებისთვის ერთიტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის დამტკიცებისთვის მხარი დაეჭირათ. მნუჩინის თქმით, ეს თანხა საჭიროა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი.
სტივენ მნუჩინის განცხადებით, ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგები შესაძლოა, 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე უარესი იყოს.