აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი - ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთსა და კატარში ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაგზავნა
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთსა და კატარში ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბრაიან ნელსონი გაგზავნა, რათა ითანამშრომლოს რეგიონულ კოლეგებთან დაფინანსების, რეგიონული სტაბილურობისა და ღაზის მოსახლეობისთვის ლეგიტიმური ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობის საკითხებში, – ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოჰაში ვიზიტისას ნელსონი კატარის ცენტრალური ბანკის გუბერნატორს შეხვდა; ასევე, გენერალურ პროკურორსა და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ლიდერებს.
„ნელსონმა პირობა დადო, რომ განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას რეგიონში პარტნიორებთან, რადგან დეპარტამენტი მუშაობს „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ჯგუფებისთვის თანხების ნაკადის შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.