აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი – ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთსა და კატარში ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაგზავნა

00:31, 31.10.2023

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთსა და კატარში ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბრაიან ნელსონი გაგზავნა, რათა ითანამშრომლოს რეგიონულ კოლეგებთან დაფინანსების, რეგიონული სტაბილურობისა და ღაზის მოსახლეობისთვის ლეგიტიმური ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობის საკითხებში, – ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოჰაში ვიზიტისას ნელსონი კატარის ცენტრალური ბანკის გუბერნატორს შეხვდა; ასევე, გენერალურ პროკურორსა და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ლიდერებს.

„ნელსონმა პირობა დადო, რომ განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას რეგიონში პარტნიორებთან, რადგან დეპარტამენტი მუშაობს „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ჯგუფებისთვის თანხების ნაკადის შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი