აშშ-ის საელჩო - პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და პარტნიორების რეკომენდაციებს
აშშ-ის საელჩო - პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და პარტნიორების რეკომენდაციებს

პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საელჩოში აცხადებენ, რომ ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.

„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებული პრეზიდენტის ვეტო დაძლია.