აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად.“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.