აშშ-ის საელჩო – მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად.“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
We call on the authorities and the opposition to exercise maximum restraint in the wake of tonight’s ruling. Violence serves no one except those who want to undermine Georgia’s stability. This must be resolved peacefully.
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) February 17, 2021