აშშ-ის საელჩო - გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს, ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად
აშშ-ის საელჩო - გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს, ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას!

გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავიანთ პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ.