აშშ-ის საელჩო - აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ, ამ ინფორმაციას ვსწავლობთ
აშშ-ის საელჩო - აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ, ამ ინფორმაციას ვსწავლობთ

საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმიანება საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს და აცხადებს, რომ საელჩო ამ ინფორმაციას სწავლობს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“,- აღნიშნულია სალეჩოს ფეისბუქპოსტში.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი.