აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ოჰაიოს შტატის კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა წარადგინეს
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ოჰაიოს შტატის კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა წამოაყენეს, თუმცა, პოსტზე დასამტკიცებლად მან ჯერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
თანამდებობის დასაკავებლად მას 217 კონგრესმენის მხარდაჭერა სჭირდება. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია, 221 მანდატით, უმრავლესობას ფლობს, მაგრამ ჯორდანის წინააღმდეგ ამ ეტაპზე, 50-მა მათგანმა დააფიქსირა პოზიცია. ჯორდანის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ თანაპარტიელთა გადაბირებას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯიმ ჯორდანი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია.
სპიკერის კანდიდატურა ვაკანტური 3 ოქტომბერს გახდა, როდესაც კენჭისყრის შედეგად, კევინ მაკარტი გადააყენეს