აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 3-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 3-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 3-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. შესაბამის განცხადებას „თეთრი სახლი“ ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ვალდებულების ფარგლებში, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდ ტრანშს: დაახლოებით 2,98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა შეძლოს იმის უზრუნველყოფა, რომ შეუძლია, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ნათქვამია განცხადებაში.