აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი - დელავერის შტატში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გასაიდუმლოებული დოკუმენტები აღმოჩენილი არ არის 
აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატი - დელავერის შტატში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გასაიდუმლოებული დოკუმენტები აღმოჩენილი არ არის 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახლში თითქმის ოთხსაათიანი ჩხრეკის ოპერაციის შედეგად, გასაიდუმლოებული დოკუმენტები აღმოჩენილი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა, ბობ ბაუერმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები, რომლებიც დელავერის შტატში, რეჰობოთ-ბიჩზე იმყოფებოდნენ, შესასწავლად წაიღეს ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი ხელით შესრულებული ჩანაწერები და მასალები.

ადვოკატის განცხადებით, ჩხრეკა პრეზიდენტის ნებართვით ჩატარდა, თუმცა, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პროცედურა წინასწარი საჯარო შეტყობინების გარეშე განხორციელდა და მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საიდუმლო დოკუმენტები გასული წლის ნოემბერში პენ ბაიდენის ცენტრში აღმოაჩინეს. შემდეგ დამატებითი საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის კიდევ ერთ სახლში, ვილმინგტონში დეკემბერსა და იანვარში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩნდა.