აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალი სამოგზაურო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალი სამოგზაურო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს, რომელიც ქვეყანაში აუცრელ უცხოელ ვიზიტორებს შესვლას შეუზღუდავს. ამის შესახებ „როიტერის“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
ვაშინგტონს სურს, გახსნას საზღვრები მოგზაურთათვის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიას.
პირველი ქვეყანა, რომელსაც პანდემიის გამო შტატებში შესვლაზე ვაშინგტონმა შეზღუდვები დაუწესა ჩინეთი იყო. მას შემდეგ სიას არაერთი ქვეყანა დაემატა. ერთ-ერთი ბოლო კი, ინდოეთია, სადაც მსოფლიოში ამჟამად ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დელტა შტამი წარმოიშვა.