აშშ-ის მთავრობამ „გუგლი“ დომინირების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა
აშშ-ის მთავრობამ კომპანია „გუგლი“ დომინირების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ კომპანია ინტერნეტში ძებნაზე და ონლაინ რეკლამირებაზე მონოპოლიის შენარჩუნებით თავის დომინირებას ბოროტად იყენებს.
როგორც აღინიშნა, სარჩელი წარმოადგენს აშშ-ის მარეგულირებლის მიერ მსხვილი ტექნიკური კომპანიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში წამოყენებულ უდიდეს გამოწვევას.
გამოძიება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომპანია „გუგლის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ საქმეს „სიღრმისეულად მცდარს“ უწოდებს. კომპანიამ განაცხადა, რომ მისი სექტორი ინტენსიურად რჩება კონკურენტუნარიანი და მისი პრაქტიკა მომხმარებლებს პირველ ადგილზე აყენებს.
„ადამიანები იყენებენ გუგლს, რადგან ირჩევენ მას არა იმიტომ, რომ იძულებულები არიან, არამედ იმიტომ, რომ ვერ პოულობენ ალტერნატივებს“, – ამბობენ კომპანიაში.
„გუგლთან“ მსგავსი პრეტენზიები აქვს ევროკავშირსაც. კომპანია უკვე ასაჩივრებს ევროკომისიის მიერ მოთხოვნილ 8.2 მილიარდი ევროს ჯარიმებს.