აშშ-ის მოქალაქეებს 2021 წლიდან შენგენის ზონაში მოსახვედრად ვიზები დასჭირდებათ
აშშ-ის მოქალაქეებს 2021 წლიდან შენგენის ზონაში მოსახვედრად ვიზები დასჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
პრესრელიზში განმარტებულია, რომ 2021 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) შევსება მოუწევთ.
სისტემის წყალობით, კონკრეტული პირის მონაცემები ავტომატურ რეჟიმში ევროკავშირის და ინტერპოლის ბაზაში შემოწმდება, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა აღნიშნულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება.
პრესრელიზში განმარტებულია, რომ აღნიშნული ზომები ევროკავშირის საზღვრების უკეთ დაცვას ემსახურება. ევროპაში მოგზაურობისთვის ავტორიზაციის სისტემას სამწლიანი ვადა ექნება. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლა უპრობლემოდ შეეძლებათ.
შენგენის ზონა 26 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზის გარეშე მოგზაურობენ.