აშშ-ის მისია ეუთო-ში - მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად
აშშ-ის მისია ეუთო-ში აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
აშშ-ის მისია ეუთო-ში მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე.
„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, – წერს აშშ-ის მისია „ტვიტერზე“.