აშშ-ის მისია ეუთო-ში – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად

13:22, 07.08.2022

აშშ-ის მისია ეუთო-ში აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის მისია ეუთო-ში მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე.

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, – წერს აშშ-ის მისია „ტვიტერზე“.

მსგავსი