აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმი ძალაში იქნება იქამდე, ვიდრე უწყება სასჯელის უმაღლესი ზომის მიმართ პოლიტიკის კვლევას არ დაასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე.

„იუსტიციის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასჯელაღსრულების ფედერალურ სისტემაში მყოფი ყველა პირის უფლებების დაცვა, ასევე დაიცვას კონსტიტუცია და აშშ-ის კანონი, თუმცა, ამავე დროს, მათ უნდა მოეპყრონ ჰუმანურად. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, როდესაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს, რაც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში.