„სქაი ნიუსი“ – ირანში ორი პოლიციელის მკვლელობასა, ასევე აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
Protesters gather in front of the Iranian Embassy carry Iranian flags in celebration of ceasefire between Iran and Israel, in Baghdad, Iraq, Tuesday, June 24, 2025. (AP Photo/Hadi Mizban)
ირანმა სიკვდილით დასაჯა სამი ადამიანი, რომლებიც დამნაშავედ ცნეს ორი პოლიციელის მკვლელობასა და აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ოპერაციების განხორციელებაში, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
სასამართლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, „სამი პირი, რომლებიც იანვრის არეულობისას მკვლელობის, სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის სასარგებლოდ მოქმედების ბრალდებით იყვნენ მსჯავრდებულნი, დილით ჩამოახრჩვეს“.
მანამდე ირანის ოფიციალური პირები ისრაელსა და აშშ-ს ადანაშაულებდნენ მიმდინარე წლის დასაწყისში საპროტესტო აქციებში ჩარევაში, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.