აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე თანამდებობის დატოვებას გეგმავს
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე თანამდებობის დატოვებას გეგმავს

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ რეზენშტაინი მარტში თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როდ როზენშტაინი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ზედამხედველია.

მედიასაშუალების ცნობით, როზენშტაინის გადადგომა აშშ-ის სენატის მიერ გენერალურ პროკურორად უილიამ ბარის კანდიდატურის დამტკიცებას უკავშირდება. გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ბარი თავის პირველ მოადგილედ ჯეფრი როუზენის დანიშვნას გეგმავს.

რეზენშტაინმა 2017 წლის მაისში რობერტ მიულერი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირების გამოსაძიებლად, სპეციალურ პროკურორად დანიშნა.