დონალდ ტრამპი - რუსეთთან ურთიერთობები რობერტ მიულერის გამოძიებამ გააფუჭა
დონალდ ტრამპი - რუსეთთან ურთიერთობები რობერტ მიულერის გამოძიებამ გააფუჭა

რუსეთთან ურთიერთობები სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის წარმოებულმა გამოძიებამ გააფუჭა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამ ურთიერთობის გამოსწორების შანსი არსებობს.

„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. მიმაჩნია, ეს ურთიერთობები დაზარალდა ალქაჯებზე ნადირობის შედეგად. შემიძლია, მქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.